ანგარიშში გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენაზე და მასში ასახულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მონიტორინგის შედეგები, რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და მეორე ტურის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს, სისტემურ პრობლემებსა და სხვადასხვა ტენდენციებს.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ვიდეოსტუციის - hridc.tv-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები“ (ავტორი - გიორგი ჯანელიძე).
ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი