კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი განცხადება

29 ნოემბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი განცხადება რუსეთის მიერ რომის სტატუტზე ხელმოწერის გამოთხოვასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მხარდაჭერას უცხადებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში, მიუხედავად რუსეთის მხარის მიერ გამოძიებისათვის შექმნილი დაბრკოლებებისა.

2016 წლის 16 ნოემბერს, რუსეთმა განაცხადა, რომ იგი რომის სტატუტის რატიფიცრებას არ აპირებს და სტატუტზე ხელმოწერის უკან გამოთხოვის პროცედურა დაიწყო. აღნიშნული ქმედება მოჰყვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისის პირველად დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებულ კონფლიქტად არის შეფასებული.

რუსეთის ფედერაციამ რომის სტატუტს ხელი მოაწერა 2000 წლის 13 დეკემბერს, თუმცა მისი რატიფიცრება არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია რომის სტატუტის წევრი არ ყოფილა, არსებობდა გარკვეული შანსი, რომ რუსეთს შესაძლოა, ეთანამშრომლა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში . თუმცა, ხელმოწერის გამოთხოვის პროცედურის წამოწყებით რუსეთმა გამოხატა ღია წინააღმდეგობა, რაიმე ფორმით ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში.

2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ძალიან მცირეა თეორიული შესაძლებლობა, რომ რუსეთის ფედერაცია რაიმე ფორმით ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. თუმცა, მიუხედავად რუსეთის მხარის მიერ შექმნილი დაბრკოლებებისა, ადამიანის უფლებათა ცენტრსა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს მიაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გააგრძელოს გამოძიება და ეძიოს გზები იმისათვის, რომ მოიპოვოს და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები და მოწმეები. სავარაუდო ომის დანაშაულებს ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი და აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, სასამართლოს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი გამოძიების საწარმოებლად.  


რუსეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ყველა მხარემ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წევრმა სხვა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 193 დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

ახალი ამბები