კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია გორში

30 ნოემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„კაცს ყველაფერი ეპატიება“, „ქალმა ყველაფერი უნდა მოითმინოს“, „გენდერი ქალის საქმეა“, - ეს და სხვა საქართველოში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები დაწერეს გორში ქალაქის ცენტრში სპეციალურად მოწყობილი ბანერზე, აქციის მონაწილეებმა. 

აქცია გამოეხმაურა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას - „არა, გენდერულ სტერეოტიპებს“. 

გორის გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელი ნათია ომაძე აღნიშნავს, რომ ბანერზე ჩამოწერილი სტერეოტიპები ნათლად აჩვენებს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრობლემებს: „გენდერული სტერეოტიპები პირდაპირ კავშირშია გენდერულ თანასწორობასთან, ქალების დისკრიმინაციასთან. ჩვენს აზროვნებაში უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, დავგმოთ ეს სტერეოტიპები, რათა თანასწორ გარემოში ცხოვრების დემონსტრირება მოვახდინოთ“.
   
ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში ორგანიზაცია „ქალი და განვითარების“ ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა, სადაც იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქალების გააქტიურებას და თანასწორობას უშლის ხელს. 

კვირეულის ფარგლებში  ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის წარმომადგენლმა ლამარა შაყულაშვილმა საინფორმაციო აქცია გამართა და მოსახლეობას ბროშურები  დაურიგა. შაყულაშვილი  მიიჩნევს, რომ გენდერული უთანასწორობა ოჯახში ქალების მიმართ დამოკიდებულებიდან ჩნდება და არის ოჯახები, სადაც ისინი ძალადობის მსხვერპლები არიან. 

ახალი ამბები