კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

5 დეკემბერი, 2016
 
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე, – ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის.

საქმე ეხება 2016 წლის 23 იანვარს, ახმეტაში მომხდარ ინციდენტს. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი გააჩერეს და მძღოლის გვერდით მჯდომი ასლან წუწაშვილი დაადანაშაულეს, რომ უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. ასლან წუწაშვილი სასამართალდამცავებს არ დაეთანხმა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. წუწაშვილის თქმით, რამდენიმე წუთში ის დააკავეს და ცემეს. მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პროცესში პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და სხვა ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.
„არაერთი განცხადება გავგზავნეთ მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე დღემდე გამოუძიებელია. საჩივრებს, რომლებსაც ახმეტის პოლიციის გადაცდომებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას ვწერდით, ისევ ახმეტის პოლიციას უგზავნიდნენ, რაც არსებითად ნიშნავს მეამე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. როდესაც დავრწმუნდით, რომ ეროვნულ დონეზე გამოძიება იყო არაეფექტური და მთავარ პროკურატურას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სურვილი არ ჰქონდა, მითუფრო იმ საქმეში სადაც პოლიციელები იყვნენ მხილებულნი, 7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. სტრასბურგის სასამართლოდან ადამიანის უფლებათა ცენტრმა 4 დეკემბერს მიიღო პასუხი. „აღნიშნული საქმე კომუნიცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროსასამართლომ წინასწარ სავარაუდო დარღვევა დაადგინა. ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, მაგრამ მაღალი ალბათობით, ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმეში არის ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევები. როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა იმიტომ, რომ იყო დისკრიმინაცია და არასათანადო მოპყრობა“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო ასლან წუწაშვილის ადვოკატის თამარ ავალიანის კომენტარს.

პოლიციელები, რომლებიც ასლან წუწაშვილმა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციაში ამხილა, ამ დრომდე თანამდებობებზე არიან.



ახალი ამბები