კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის მერია სამარშრუტო ტაქსების მიერ გაზრდილ ფასს არ ეთანხმება

6 დეკემბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

დეკემბრის პირველი რიცხვებიდან კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება 20 თეთრით გააძვირა. „ინტერნტრანსი“ ერთადერთი კომპანიაა რუსთავში, რომელსაც ტენდერით ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრთა თბილისის მიმართულებით გადაყვანის ნებართვა აქვს. 

„ინტერნტრანსის“ ხელძღვანელი ირაკლი ჩიღვინაძე ადგილობრივ და ცენტრალურ მედიას უხსნის, რომ ფასის ზრდა განაპირობა ლარის ბოლო დროინდელმა მდგომარეობამ, რის შედეგადაც გაიზარდა საწვავ-საპოხი საშუალებების, სათადარიგო ნაწილების ფასი. მისი განცხადებით, „ინტერტრანსს“ აგრეთვე გაეზარდა უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის დაფარვის ხარჯები. 

მგზავრთა გადამყვანი კომპანიის არგუმენტები არაა მისაღები რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. მერის მოადგილე ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ „ინტერტრანსმა“ მგზავრთა გადაყვანის სანებართვო პირობები დაარღვია, რადგან ფასის ზრდა მათთან შეუთანხმებლად მოახდინა.

„ჩვენთან შემოსული იყო მათი წერილი, სადაც წერია არგუმენტები, რის გამოც ზრდიან ფასს, თუმცა ამ წერილის შესასწავლად და პასუხის მოსამზადებლად ჩვენ ერთთვიანი ვადა გვაქვს. მათ კი ამ დროის განმავლობაში გაზარდეს ფასი, რასაც  არ ვეთანხმებით. უნდა მოხდეს მგზავრთა გადაყვანის პირვანდელ ფასსზე დაბრუნება, შემდეგ კი საწარმომ უნდა წარმოადგინოს ექსპერტულ დონზე დათვლილი, რა ხარჯი გაეზარდათ და რამდენით. ამ დღეებში გვექნება შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან“, - აცხადებს რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია.

საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება რუსთავის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ მგზავრობის ტარიფის გაზრდა ცუდად აისახება რუსთაველი სტუდენტების მდგომარეობაზე და მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში  ჩაერთოს საკითხში.  

ფოტოს ავტორი:  მაია წიკლაური

ახალი ამბები