კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის სამივე მაჟორიტარს თავისი ბიურო ექნება

13 დეკემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები უახლოეს მომავალში მუშაობას შეუდგებიან. თუმცა, მანამდე თანამშრომელთა ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს. წინასწარი მონაცემებით, ამ მიმართულებით მუშაობა  უკვე მიმდინარეობს. 

იმერეთის რეგიონის მასშტაბით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი პირველია, ვინც ბიუროს თანამშრომლის ორ პოზიციაზე (ერთერთი ოფისის მენეჯერია) ვაკანსია გამოაცხადა. რა კრიტერიუმებით მოხდება კადრის შერჩევა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც ირკვევა, უპირატესობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მკვიდრთ მიენიჭებათ. 

არ არის ცნობილი კონკურსის წესით მოახდენენ თუ არა ბიუროების დაკომპლექტებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები. humanringhts.ge-სთან საუბარში სამივე მათგანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს იღებენ და საბოლოო ჯამში კვალიფიციური კადრი შეირჩევა. 

წინა პერიოდებისგან განსხვავებით, მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტს ქუთაისში სამი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. სამივე მათგანს: კობა ნარჩემაშვილს, გენადი მარგველაშვილსა და დიმიტრი მხეიძეს ცალ-ცალკე ბიუროები ექნებათ. თუმცა, როგორც ირკვევა, შემცირდება დაფინანსება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით: „მაჟორიტარების არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში მათი ბიუროების ბიუჯეტის გაზრდა დადგა. შესაბამისად, ბიუროების დაფინანსების განსხვავებულ მოდელზე შევჯერდით - ბიუროების გაზრდის ხარჯზე მათი საშუალო დაფინანსება შემცირდება.“

ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, შემცირდება ბიუროს თანამშრომელთა რაოდენობებიც და თუ წინა პერიოდში მაჟორიტარები 4-5 თანამშრომლის ხარჯზე ახდენდნენ ამომრჩეველთან კომუნიკაციას, ამჯერად ეს ციფრი 3 და უმეტეს შემთხვევაში 2-მდე შემცირდება. 

ახალი ამბები