კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დაგმა“ სამუშაოების დასრულების ვადები დაარღვია

14 დეკემბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს შპს „დაგი“ ახორციელებს და მის ფარგლებში ხდება 19 შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ქუჩის მიწისზედა-მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და ქვაფენილის დაგება. სამუშაობის ნაწილი ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა სარეაბილიტაციო ღონისძიებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად არ ხდება კოსტავას გამზირის აღნიშნული ნაწილზე საავტომობილი გზის გახსნაც.  ტენდერით აღებული ვალდებულებების თანახმად  „დაგს“ კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 30 ნოემბერს უნდა დაესრულებინა.
 
თემაზე საწარმოს არგუმენტი ისაა, რომ მოხდა რუსთავის მერიის მიერ მათთვის ისეთი სამუშაოების დამატება, რომელიც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. ასევე „დაგის“ წარმომადგენლის, დიმიტრი მუჯირის ადგილობრივ ტელევიზიასთან გაკეთებული განცხადების თანახმად, მათ ხელი უამინდობამაც შეუშალათ. 

საკითხზე რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ „დაგი“ ხელშეკრულების ვადების დარღვევის გამო უკვე 25 000 ლარის ფარგლებში დაჯარიმდა. რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია ამბობს, რომ  „დაგი“ ასევე დაჯარიმდება ყოველი გადაცილებული დღისთვის.

„კომპანიას აქვს ვადა მიცემული ჩვენგან იმ სამუშაოების დასასრულებად, რაც გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გამოჩნდა და მათ დაემატათ. „დაგის“ დაჯარიმება ახლა ამის გამო არ ხდება. ისინი დაჯარიმდნენ ხელშეკრულებით აღებული ვალდებებულებების ვადებში შეუსრულებლობის გამო და არა ჩვენ მიერ დამატებული სამუშაობის შეუსრულებლობის გამო. შპს ასევე საურავს გადაიხდის ყოველი გადაცილებული დღისთვის. რაც შეეხება დამატებით სამუშაოებს, ჩვენ არ გვიწევს მათ გამო დამატებითი თანხის ჩარიცხვა. ეს სამუშაობი შეადგენს დაახლოებით 140 ათას ლარს. აღნიშნული თანხა რჩება პროექტის გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. შესაბამისად, პროექტის ღირებულება არ იზრდება“,  - აცხადებს რუსთავი მერის მოადგილე ნოდარ შეროზია. ამასთან, დასძენს, რომ სამუშაობი, სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება. 

რუსთავის კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 4 მილიონ 449 998 ლარი ჯდება.
 

ახალი ამბები