კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობებში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით მცირდება

15 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თვითმმართველობების  2017 წლის ბიუჯეტის პროექტებში ცვლილება მას შემდეგ შევიდა,  რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საჯარო საბიუჯეტო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირების ინიციატივით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის ე.წ. “ლარიზაციის”, ეროვნული ვალუტის გამყარების გეგმის ერთ-ერთი პუნქტი სახელისუფლებო ორგანოებში ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებაა. ამის გათვალისწინებით,   ქ. გორის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შევიდა, კერძოდ მერიამ 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ადმინისტრაციულ ხარჯები 10%-ით შეამცირა.

ქ. გორის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის გაცნობის შემდეგ აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული ხარჯების 10 %-ით  შემცირება ძირითადად სახელფასო ბიუჯეტზე აისახება. საკრებულოს წევრი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილი აბობს, რომ  მუნიციპალური აიპების ნაწილში დაფინანსების 80% ხელფასებში იხარჯება და დარჩენილი 20%-დან 10%-ით  შემცირება ისე, რომ სახელფასო თანხაზე ან თანამშრომლების შემცირებაზე არ აისახოს, მას შეუძლებლად მიაჩნია. 

,,ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მხოლოდ მერიის აიპებში მოხდა. ქ. გორის მერიასა და საკრებულში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ მომხდარა. კადრების შემცირება სამინისტროებში დაიწყო, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ იგივე თვითმმართველობებშიც მოხდეს. სახელფასო თანხების შემცირება კი, რა თქმა უნდა, თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს, მით უფრო, რომ მერიის აიპების ნაწილში ბიუჯეტის 80%, ძირითადად, სახელფასო თანხაა“,- განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას თამარ თედლიაშვილმა.

ქ. გორის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები რომ შევიდა ამას მერიის საფინანსო სამსახურშიც ადასტურებენ, თუმცა, ამ ეტაპზე, სახელფასო თანხის და თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გამორიცხავენ. 

,,10%-ით შემცირდა ადამინისტრაციული ხარჯები, როგორც მერიის, ისე საკრებულოს და მუნიციპალური აიპების.  აღნიშნული გამოთავისუფლებული თანახა მიიმართება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამ ეტაპზე არ იგეგმება არც ხელფასების შემცირება და არც თანამშრომლების გათავისუფლება ", - აღნიშნა ქ.გორიის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ.
ეკონომისტმა თამარ ედიშერაშვილმა humanrights.ge-ს განაუცხადა, რომ ,,ლარიზაციის" გეგმა შედეგს ვერ მიაღწევს, თუ მთავრობის ეკონომიკური და ე.წ. „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ მხოლოდ ადამინისტრაციული ხარჯების 10%-თ შემცირებით შემოიფარგლება. 

,,უკვე ისეთი უკონტროლო სიტუაციაა, რომ 10% მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. აქამდე ყველაფერი თუ თვლადი იყო, ახლა საკმარისი ინფორმაციაც კი არ არის, რა მიზეზით იწევს ზემოთ-ქვემოთ ლარის კურსი. მე მთავრობისგან არგუმენტირებული პასუხი არ მომისმენია, გარდა იმისა რომ ბოლოს ჟურნალისტებს დააბრალეს აჟიოტჟის შექმნა. 10 %-ს რაც შეეხება, აქაც კონკრეტულად სად, რომელ სფეროებში და რომელ მუხლებში მცირდება საინტერესოა. თუმცა კარგია,  რომ დაიწყეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, მაგრამ ეს ცოტაა იმ უზარმაზარ ტვირთთან შედარებით, რაც ბიუჯეტს აწევს", -განაცხადა თამარ ედიშერაშვილმა.

ქალაქ გორის მერიას 23 აიპი აქვს. საკრებულოში არ გამორიცხავენ, რომ 2017 წელს მათი საჭიროება გადაიხედოს და  აიპების ოპტიმიზაცია მოხდეს. ქ. გორის მერიის მსგავსად, ადამინიტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებაზე დაიწყეს მუშობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 

ახალი ამბები