კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტის საფასური

15 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„კონფლიქტის საფასური - უთქმელი ამბები ქართულ-ოსურ კონტექსტში“ - ეს წიგნის სახელწოდებაა, რომლის ავტორები ქართველები და ოსები არიან. ისინი წერენ 90 -იანი წლების კონფლიქტსა და 2008 წლის ომზე. კონფლიქტის შესახებ ისტორიებს 8 ქართველი და 8 ოსი მოქალაქე წერს. უთქმელი ისტორიების შეგროვებაში ქართული მხრიდან მონაწილეობა ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა მიიღო.

,,წიგნის მიზანია, რომ გავიგოთ ერთმანეთის ტკივილი და მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ოსები უფრო წარსულზე და ტრაგიკულ ისტორიებზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა პოზიტიური თანაცხოვრების მაგალითები ოსურ ამბებშიც არის. წარსულის მოგონებებში ქართველები, ძირითადად, საუბრობენ კონფლიქტის მოგვარების გზებზე. ორივე მხარე მომავალს კონფლიქტის მოგვარებით და თანაცხოვრებით უყურებს. უთქმელი ამბების მთხრობელების სურვილი ისაა, რომ მათ მოუსმინონ", - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში რადიო ,,თავისუფლების“ ჟურნალისტი გოგა აფციაური. 

წიგნის პრეზენტაცია ქ. გორში 9 დეკემებრს გაიმართა, რომელსაც ხელისუფლებისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების დღევანდელ მდგომარებას შეეხო. გელა მინდიაშვილმა შეხვედრაზე განაცხდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაკარგული ნდობა რიგით მოქალაქეებს შორის აღსდგენია, თუმცა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილ ნათესავებთან და მეგობრებთან კავშირი ტელეფონით და სოციალური ქსელების საშუალებით მაინც აქვს შენარჩუნებული. 

„საოკუპაციო ხაზის იქით, ცხინვალის  რეგიონთან,  ისეთი ახლო კავშირები აღარ  გაგვაჩნია, მას შემდეგ, რაც ეს მავთულ-ბადეები გააბეს. მაგრამ არის თანამედროვე ტექნოლოგიები, რითიც ძველ ნაცნობებს ვეკონტაქტებით, თუმცა ახლო ურთიერთობებს მოკლებულნი ვართ. იმიტომ, რომ  ყველას კარგად მოგეხსენებათ, რა სიტუაციაა იქ, რუსეთი აკონტროლებს ე.წ. „საზღვარს“, - აღნიშნა გელა მინდიაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ორი მიმართულებით მუშობს, რაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან  შურიგებელი დამოკიდებულებით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ოს მოქალაქეებთან ნდობის აღდგენის პოლიტიკით გამოიხატება.

„პირველი პრობლემა  ოკუპირებული ტერიტორიები და  ის კონფლიქტური რეგიონებია, რომელიც ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით. სახელმწიფოს როლი განსაკუთრებულია  ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების  საკითხში  და მითუმეტეს ჩვენს რეალობაში.  სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს,  რაც შეიძლება, ამ შემთხვევაში  გაკეთდეს. კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის  საპირისპირო მხარეს, რომელთნაც თითქმის წარმოუდგენელია კონკრეტული გადაწყვეტილების, საერთო ენის გამონახვა, თუმცა  მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ეს საერთო ენა გამონახული იყოს  სამშვიდობო ნაბიჯებით, ხალხთან ურთიერთობით.  იქით მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სიკეთეების შეთავაზებით, რაც ჩვენ სახელმწიფოს შეუძლია. ნაბიჯ-ნაბიჯ, ალბათ, მივალთ  იქამდე, რომ კონფლიქტის ბოლო გამოჩნდეს“, -აღნიშნა ზვიად ზვიდაძემ.

წიგნი ,,კონფლიქტის საფასური - უთქმელი ამბები ქართულ-ოსურ კონტექსტში" სამ ენაზე ითარგმნა: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. რუსული ვარიანტის  ცხინვალში გავრცელება იგეგმება, ინგლისური ვერსია კი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გამოიცა. ხოლო, რაც შეეხება ქართულ ვერსიას, წიგნის თავდაპირველი ტირაჟი საკმარისი არ აღმოჩნდა და კიდევ იგეგმება ტირაჟის დამატება.

ახალი ამბები