კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის

20 დეკემბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის 1 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. 

ტრენინგი შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისა და სავარაუდო დაზარალებულთა შესახებ ჟურნალისტური მასალების მომზადების საკითხებს. 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ჟურნალისტთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა თემებზე მუშაობის გამოცდილება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების ინტერესი. 

უპირატესობა მიენიჭებათ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ საქართველოსათვის აქტუალურ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე ჟურნალისტური მასალის მომზადების გამოცდილება. ასევე, დაინტერესებული ჟურნალისტების მუშაობის არეალი უნდა ჰფარავდეს თბილისს ან შიდა ქართლის რეგიონს.
ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 9 იანვრამდე შემდეგ მისამართზე: hridc@hridc.org.

ახალი ამბები