კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი გურასპაშვილი: ,,საჯარო სექტორში ყველა ვერ იმუშავებს"

20 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის  2017 წლის ბიუჯეტი 10 550 00 ლარით განსაზღვრა, 19 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ბიუჯეტის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირებულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით ადმინისტრაციული თანხების შემცირება სახელფასო ხარჯებზეც აისახება. გიორგი გურასპაშვილი მუნიციპალური აიპების და იქ დასაქმებულების რიცხვის შემცირებას არ გამორიცხავს.

,,საკადრო პოლიტიკის გატარებაზე პერიოდულად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, მესმის, რომ ძალიან ძნელია დღეს ადამიანი დარჩეს სამსახურის გარეშე, თუმცა ყველა ვერ იმუშავებს საჯარო სექტორში. მოხდება მუნიციპალური აიპების ერთმანეთთან შერწყმა და კადრების ოპტიმიზაცია, ეს არის მტკივნეული პროცესი, თუმცა საკადრო პოლიტიკის გატარება სამართლიანად და ობიექტურად მოხდება. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხაშურის მუნიციპალიტეტშიც მომავალ წელს 10%-ით შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას", - აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი. 

ქარელის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა და მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯების მთლად 10%-ით შემცირებას არ გეგმავენ.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 70% ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა ადმინისტრაციული ხარჯების და კადრების შემცირება, ქედან გამომდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში არ იგეგმება თანამშრომლების შემცირება", - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მერი არხოშაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული თანხების 10%-ით შემცირება სახელფასო თანხაზეც აისახა და 200 000 ლარით შემცირდა.
გოჩა გოჩიტაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი:,,მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯები მაქსიმალურად იქნა შემცირებული, რაც აისახა სახელფასო ფონდზე, გამოთავისუფლებული თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული." 

როგორც რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან აცხადებენ მომავალი წელი მძიმე იქნება რეგიონებისთვის, რადგან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ძირითადად თანამშრომლების გათავისუფლების ხარჯზე მოხდება. ოპოზიცია თვითმმართველობებში საკადრო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ნეპოტიზმის საფრთხეზე საუბრობს და აცხადებენ, რომ სამსახურის გარეშე ის ადამიანები დარჩებიან ვისაც ,,მფარველი" არ ეყოლება. 

ახალი ამბები