კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ღირს ახალი წელი?

21 დეკემბერი, 2016
 
 მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

საქართველოში, ყოველი ახალი წლის დადგომას თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი, მათ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად, საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს. საახალწლო განწყობას კონცერტებითა და საახალწლო განათებებით ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს. რა ღირს ახალი წლის აღნიშნვა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის - ამ კითხვით რუსთავის მერიას მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ საერთო ჯამში 169 688  ლარი იხარჯება რუსთავში ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნისთვის. 

თანხების განაწილება ასეთია: 80 000 ლარი დაიხარჯა უკვე რუსთავის საახალწლო განათებებისთვის; 81 787 ლარია დაიხარჯება ახალი წლის ღამეს კონცერტის ორგანიზებისთვის - რუსთაველებს ახალ წელს მიულოცავენ საესტრადო შემსრულებლები  გიო ხუციშვილი, თორნიკე ყიფიანის ბენდი, ასევე ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები; ხოლო 8 901 ლარია გათვალისწინებული საახალწლო საჩუქარებისთვის რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისა და მოხუცთა სახლ ,,ქსენონის’’ ბენეფიციარებისთვის. 

2017-ისგან განსხვავებით უფრო იაფი დაუჯდა რუსთავის ბიუჯეტს 2016 წლის შეხვედრა. „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის - KKPRRSS.GE 2015 წლის 30 დეკემბრის მასალის თანახმად, მაშინ ქალაქის ბიუჯეტიდან ახალი წლის საზეიმოდ აღნიშნისთვის 132 840 ლარი დაიხარჯა. ამაზე ნაკლები დანახარჯები კი 2014 წელს იყო, როდესაც გამოცხადებული ტენდერის შედეგების თანახმად, რუსთავი 2015 წელს მოკრძალებულად 47 000 ლარამდე საახალწლო დანახარჯით შეხვდა. 

უნდა დაიხარჯოს თუ არა სოლიდური თანხები ახალი წლის ან სხვა დღესასწაულების შესახვედრად, რუსთავის მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ქალაქში არსებული სოციალური ფონის გამო ეს თანხები სხვა მიმართულებით, ძირითადად კი სოციალური პროგრამებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა არიან რუსთაველები, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი სიახლე ქალაქს სჭირდება და ადგილობრივ ხელისუფლებას ურჩევენ, საზეიმო განათებების დამონტაჟებისას მხოლოდ ცენტრალური ქუჩებით არ შემოიფარგლოს. 

„საახალწლო განათებები გემოვნებით არ არის შერჩეული. ზოგან შუქნიშნის მსგავსი განათებაა, ვის მოსწონს და ვის მოუვიდა აზრად მსგავსი რამის შეძენა? ზოგი განათება წინა წლისაა, ამიტომ სიძველის გამო ნათურები არ ანათებს და კარგად არ გამოიყურება. ერთადერთი ეს ძველი ნაძვისხეა კარგად განათებული. რაც გაკეთდა ცოტაა და უგემოვნო“, - აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას რუსთავში მცხოვრებმა ნინა კვარაცხელიამ.

განათებების სიძველე ნაკლებად აწუხებს რუსთავში მცხოვრებ მზია გრძელიშვილის. იგი humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მთავარი საზრუნავი საახალწლოდ განსხვავებული სადილის მომზადებაა.

„საახალწლო განწყობა არ მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც ვათვალიერებ განათებებს. ხალხს ისე უჭირს, ასეთი რაღაცებისთვის ფულის დახარჯვა არ მიმაჩნია სწორად. რა საჭიროა ამ მორთულობებისთვის ფულის ხარჯვა, როდესაც განათებების გვერდით ხელგამოწვდილი მოხუცები სხედან“,- აღნიშნა მზია გრძელიშვილმა.

ახალი ამბები