კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბელორუსი დიპლომატი საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო

21 დეკემბერი, 2016
 
                                                        ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 დეკემბერს შიდა ქართლის რეგიონს ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ესტუმრა. მაკეი სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას გაეცნო. იგი პირადად გაესაუბრა საოკუპაციო ხაზის იქით დარჩენილ ერთ-ერთ ადგილობრივ დათა ვანიშვილს და მისგან მიიღო არსებულ სიტუაციაზე დეტალური ინფორმაცია. „ასეთ ღობეებს არ მინდა, ვხედავდე არც ჩემს სამშობლოში და არც ქართულ მიწაზე. ვხედავთ, ახლობლებს არ შეუძლიათ ერთმანეთთან სტუმრად მისვლა და ავადმყოფი ნათესავების დახმარება. დარღვეულია ნორმალური ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს და თქვენს რეგიონში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე. პრობლემა ვერ გადაიჭრება ომით. საჭიროა ამ დავის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა”, - განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ.

კონფლიქტის ზონაში ბელორუს დიპლომატთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.



ახალი ამბები