კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გაათავისუფლა

22 დეკემბერი, 2016
 
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პირველი მოადგილის გათავისუფლების მიზეზად სამსახურეობრივ გულგრილობას ასახელებს. დავით ონიაშვილის განცხადებით, გიორგი წვერავამ  მის მიერ მიცემული დავალებები სათანადოდ ვერ შეასრულა, რის გამოც მოადგილის გათავისუფლების ბრძანებას 21 დეკემებერს მოაწერა ხელი.

,,ვადასტურებ ინფორმაციას, რომ პირველი მოადგილის გათავისუფლების ბრძანებას მოვაწერე ხელი. კანონის მიხედვით მე მქონდა ამის უფლება. რაც შეეხება საფუძველს, დეტალურად არ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიერ მიცემული დავალებები სათანადოდ ვერ შეასრულა და რის გამოც გავათავისუფლე”, - განაცხადა ონიაშვილმა.

გიორგი წვერავა humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამგებლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.  

,,პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ გამგებელთან არ მქონია შეხვედრა და საუბარი, რამდენიმე დღეა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან ვერ გამოვდივარ, ვირუსი მაქვს. გათავისუფლების ბრძანება ჯერ არ ჩამბარებია, სხვა დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი ეს გადაწყვეტილება ", - აცახადებს გიორგი წვერავა დავით ონიაშვილი ამბობს, რომ  გიორგი წვერავა საქმის კურსში იყო, თუ რა შენიშვნებიც ჰქონდა მის მუშაობასთან დაკავშირებით გამგებელს და ამის გათვალისწინებით, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო გათავისუფლების გადაწყვეტილება. 

ადგილობრივი მედია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე, თუმცა არა მოადგილის, არამედ პირდაპირი წესით არჩეული გამგებლის ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ. მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ონიაშვილი ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება და მან საკუთარი თანაგუნდელი და პირველი მოადგილე მოხსნა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ დაიკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას. 

ახალი ამბები