კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება შიდა ქართლის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

28 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 დეკემებერს შიდა ქართლის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს იოსებ ოქრომელიძეს შენიშვნები ჰქონდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, როგორც ოქრომელიძემ განაცხადა რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები.

 შენიშვნა არ მიიღო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, მისი თქმით  გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ატენში, ხიდისთავსა და ქვახვრელში სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორი კომპანიების მიზეზით დროებით შეფერხდა, თუმცა სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. გამგებელსა და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს შორის ინფრასტრუქტურულ პროექტების ხარისხსა და შესრულების ვადებზე საუბარი სიტყვიერი დაპირისპირებით გაგრძელდა. ოქრომელიძემ გამგეობის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, რასაც ონიაშვილი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ  პროექტის ჩაბარების ვადებმა მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დამოუკიდებელი მიზეზებით 20 იანვრამდე გადაიწია, რის გამოც გამგეობამ კონტრაქტორი კომპანიები კანონის შესაბამისად დააჯარიმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან კომისიის მოწვევას გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხზე  დასკვნას დადებს.

ახალი ამბები