კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარების ბიუროები ქუთაისის მერიის შენობაში განთავსდება

9 იანვარი, 2017
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება.  დეპუტატებმა დიმიტრი მხეიძემ და გენადი მარგველაშვილმა ფართის გამოყოფის მოთხოვნით ქუთაისის მერიას რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. როგორც გაირკვა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მიმდინარე წლიდან ამომრჩევლები მაჟორიტარებს რუსთაველის გამზირის N 3-ში შეხვდებიან.

თუმცა, როგორც ირკვევა, ასე იქნება მხოლოდ ორი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის და დიმიტრი მხეიძის შემთხვევაში. მესამე მაჟორიტარის კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ადგილსამყოფელი ჯერჯერობით გაურკვეველია.

„ბიუროებისთვის ფართის გამოყოფის თხოვნით ქუთაისის მერიას მხოლოდ ორმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ და გენადი მარგველაშვილმა მიმართეს. მოხდა საკითხის განხილვა და საბოლოოდ ქალაქის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროს ფართი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, ხოლო მეორე - აქვე, მერიის გვერდით, საგადასახადო ინსპექციის ყოფილ შენობაში გამოიყოს“, - აცხადებს ქუთაისის მერის მრჩეველი ზურაბ ხურციძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მესამე მაჟორიტარს კობა ნარჩემაშვილს ფართის გამოყოფის თხოვნით მათთვის არ მიუმართავს. თუმცა, უკვე ცნობილია ვინ უხელმძღვანელებს დეპუტატის ბიუროს. ამ პოზიციას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ახალაძე დაიკავებს. ზაზა ჯანგველაძე გაუწევს კოორდინაციას გენადი მარგველაშვილის ბიუროს. ეს უკანასკნელი წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარის შტაბს ედგა სათავეში. რაც შეეხება დიმიტრი მხეიძის ბიუროს, მას ვარლამ გობეჯიშვილი ჩაიბარებს. გობეჯიშვილს ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი მერიის საბინაო სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება, წინა პერიოდისგან განსხვავებით, მწირია. როგორც ირკვევა, ბიუროების გაზრდის ხარჯზე მათი საშუალო დაფინანსება შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ბიუროს თანამშრომელთა რაოდენობაც. 
ჯერჯერობით უცნობია რას მოხმარდება  თანხა, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბიუროებისთვის უსასყიდლოდ გამოყოფილი ფართებით დაზოგეს. მათთვის ფართების დათმობის გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ გასული წლის დასასრულს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ახალი ამბები