კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ შიდა ქართლში ერთიანობას ინარჩუნებს

14 იანვარი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

პოლიტიკურ ლიდერთა ერთი ნაწილის მიერ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შემდეგ უგულავას, ბოკერიასა და ბაქრაძის თანამოაზრეები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია ,,ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ.  შიდა ქართლის რაიონულ ორგანიზაციებში  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ დროისთვის ერთიანობას ინარჩუნებს. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები აცხადებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩებიან და 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადებიან.

,,გორის ორგანიზაციის ყველა წევრი რჩება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ვემზადებით 20 იანვრის პარტიული ყრილობისთვის. გორის ორგანიზაცია ყრილობაზე 200 დელეგატით იქნება წარმოდგენილი", - აცხდებს პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ლობჟანიძე.

პარტიის დატოვებას არ აპირებს არც ,,ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ და პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაგრძელებ ნაციონალურ მოძრაობაში, ყრილობაზე კასპის ორგანიზაცია 68 დელეგატით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა ნონიაშვილმა ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რჩებიან ხაშურის და ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარეები როინ მახარობლიძე და ილია ბურჯანაძე. მათი თქმით პარტიის რიგების დატოვებას არც ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები აპირებენ.

20 იანვარს დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე შიდა ქართლის რაიონული ორგანიზაციებიდან 400 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ახალი ამბები