კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეებს შეხვდნენ

25 იანვარი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და „საერთაშორისო პარტნიორობა - ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მოადგილეებს შეხვდნენ. 

შეხვედრებისას საუბარი შეეხო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის (NHC), „საერთაშორისო პარტნიორობა - ადამიანის უფლებებისთვის“ (IPHR) და დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმის (EPDE)  ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. 

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი შემთხვევების სამართლიანი გამოძიების აუცილებლობას, ვინაიდან დამკვირვებელთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამდენად, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გამოავლინონ დამნაშავეები და მისცენ პასუხისგებაში.

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა ჯიხაშკარის ინციდენტის გამოძიების სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ პირის ბრალეულობის დადგენა. გამოძიების პროცესში ინციდენტის აღკვეთაზე პასუხისმგებელი პოლიციელების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად ვერ შეფასდა, მტკიცებულებების არქონის გამო. ამიტომ მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აგეს პასუხი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიებისას სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, მაგრამ შსს ფიქრობს, საქმე წარმართოს ადმინისტრაციული წესით და დამრღვევებს დაეკისროთ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. 

მთავარ პროკურატურაში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და ომის მსხვერპლთა ინტერესების დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებს, რაზეც ორგანიზაციები ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაშიც ამახვილებდნენ ყურადღებას.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები