კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა

5 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის რეგიონის  გუბერნატორის პოსტზე  პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, კახა სამხარაძე დაინიშნა. 3 თებერვალს ახალი გუბერნატორი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის თვითმმართველობის პირველ პირებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. მინისტრის თქმით, კახა სამხარაძე აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში და წინასაარჩევნო პერიოდში  „ქართული ოცნების“ შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს რეგიონულ ორგანიზაციებს კურირებდა.

,,ბატონი კახა გუშინ დაინიშნა გუბერნატორად. დღეს ჩამოვედი, რათა წარგიდგინოთ. იგი გახლავთ ჩვენი გუნდის წევრი,  არის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი და დარწმუნებული ვარ , თავს გართმევს დაკისრებულ მოვალეობას", - განცხადა ზურაბ ალავიძემ.

ახალდანიშნულმა გუბერნატორმა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დღეს მედიასთან არ ისაუბრა, თუმცა განცხადა რომ რეგიონში შემავალი ხუთივე თვითმმართველობის პირველ პირებთან აქტიურად ითანამშრომლებს. 

,,მქონდა რეგიონთან შეხება, მოვიკითხავ მიმდინარე პროექტებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავერთვები მის განხორცილებაში და ყველა პრობლემას გადავწყვეტთ. ძალიან რთული რეგიონი არის,  მმართველმა გუნდის გაკეთებული საქმეების მიუხედავად კიდევ ბევრი რამე არის გასაკეთებელი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობით სიტუაციას აუცილებლად დავალაგებთ”, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე მთავრობას შიდა ქართლში გუბერნატორი არ ჰყავდა დანიშნული, ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორის პოსტიდან წასვლის შემდეგ გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე ასრულებდა. სამხარაძის გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ ოქრომელიძემ კვლავ პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ახალი ამბები