კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების „საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე“ მოყვანა ხორციელდება

8 თებერვალი, 2017
 
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ძალების „საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე“ მოყვანა ხორციელდება. მათი ინსპექტირება სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განახორციელა. 

„მორიგე ცვლას დაევალა, რომ საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოიყვანოს მოტომსროლელთა, სატანკო, საარტილერიო ქვედანაყოფები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ნაწილები“, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. 

„სამხედრო ბაზის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა განსაზღვრულ რაიონებში სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მარში განახორციელეს. ძარცემის პოლიგონზე სამხედროებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს Т-72А საბრძოლო ტანკების, БМП-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანების, თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკას“, ნაღმტყორცნი „სანის“, ავტომარული და ხელის ყუმბარმტყორცნების АГС-17 და РПГ-7, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

"ამას გარდა, დამუშავდა ქმედებები მთებში მანევრირებული თავდაცვისა და პირობითი მოწინააღმდეგის თავდასხმის მოსაგერიებლად, ამ უკანასკნელისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 500-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 100 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

 

ახალი ამბები