კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქ. გორში ორ დღეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

18 თებერვალი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

14 თებერვალს ქ. გორში, კვერნაქის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად,  28 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ის სახლში უგონო მდგომარეობაში მეუღლემ ნახა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების თქმით ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება გამათბობლიდან ბუნებრივი არის გაჟონვამ გამოწვია. გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ეს მეორე ფაქტი იყო.  ერთი დღის წინ, 13 თებერვალს კაპრალი მარიკა გელაძე საცხოვრებელს სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი ამ შემთხვევაშიც გაუმართავი გათბობის მოწყობილობა გახდა. 

ორივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით გამოძიება ს.ს.კ. 240 (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა.

ახალი ამბები