კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტურიზმის განვითარება და ოკუპაცია

23 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრს მოსკოვში დაგეგმილ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელების შემდეგ ტურიზმის ცენტრის გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა.

„ოკუპანტ ქვეყანაში არც კონცერტებზე და არც ტურიზმის განვითარებისთვის არ უნდა წავიდეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ეკონომიკურ სარგებელს ქვეყნის მთავარი პრინციპი არ უნდა შეეწიროს. რუსეთთან მხოლოდ დეოკუპაციის შესახებ უნდა ისაუბრო“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ალექსანდრე ვალიაურიმ. 

ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მოსკოვში ჩასვლას საერთო არ აქვს პოლიტიკასთან და მით უფრო ოკუპაციის ტვირთის რაიმე სახით შემსუბუქებასთან.

„მიკვირს, რატომ კეთდება მხოლოდ მოსკოვში დაგეგმილ ტურისტულ ბაზრობაზე აქცენტი, როდესაც ტურიზმის ცენტრი ჯერ პეკინის ტურისტულ ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ტურიზმის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, თამაზ მაყაშვილმა.

მაყაშვილის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორი კერძო კომპანიის წარმომადგენელია, რომელსაც კავშირი არ აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. მისივე თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს შემდგომში მუნიციპალიტეტის კულტურული ობიექტების პოპულარიზაციას. 

,,თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭომ უნდა განსაზღვროს, ოკუპაციის პირობებში ითანამშრომლოს თუ არა საქართველომ რუსეთთან, თანამშრომლობის შემთხვევაში კი, მისი თქმით, უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ხედვა, თუ რას მოუტანს ეს ქვეყანას. თუმცა, კვირიკაშვილის თქმით, უშიშროების საბჭო დღეს უმოქმედოა.

2016 წლის ,,სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სპეციალური პრიზისა" და ჯილდოს ,,NIMD-ის დემოკრატიის ლიდერი 2016"-ის მფლობელი გვანცა დოლუაშვილი საკითხს მოქალაქეობრივი პოზიციიდან და პასუხისმგებლობიდან უყურებს. იგი მიიჩნევს, რომ ტურიზმის ცენტრის გადაწყვეტილება მოსკოვის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავარ ფასეულობასთან არის კავშირში და ქვეყნის ოკუპაციის ფონზე ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლას უპრინციპობად აფასებს. 

,,რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს.  დაუშვებელია თანამშრომლობა იმ ქვეყანასთან, რომელიც ღიად ებრძვის ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ჩემი აზრით, პოლიტიკა არის ყველაფერში, რაც პირდაპირ ან  ირიბად არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან და ამას სახელმწიფო კი არ უნდა არეგულირებდეს, არამედ თითოეული ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება უნდა იყოს ოკუპაციასთან შეურიგებელი." 

ტურიზმის ცენტრის ინიციატივას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საკითხი ჯერ არ იყო გადაწყვეტილი და მხოლოდ ორგანიზატორების მოწვევა მიიღეს, თუმცა გამგებლის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ცენტრი მოსკოვში აღარ ჩავა, რადგან ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხაც არ არის გათვალისწინებული.

ახალი ამბები