კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის დილემა

25 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიამ ოთხი საბავშვო ბაღის შენობის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის გადაცემის საკითხი კიდევ ერთხელ შეიტანა საკრებულოზე განსახილველად.  აღნიშნული საბავშვო ბაღის შენობებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. დევნილებმა სამინისტროს საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ არაერთხელ მიმართეს, თუმცა იმის გამო, რომ ქონება გორის მერიის ბალანსზეა, სამინისტრო მათ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. 

გორის მერიას საბავშვო ბაღის შენობების გადაცემის თხოვნით დევნილთა სამინისტრომ არაერთხელ მიმართა. თუმცა საკრებულოს სხდომაზე საკითხი ვერ გავიდა. 23 თებერვლის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიამ რამდენჯერმე ჩავარდნილი საკითხი კვლავ შეიტანა განსახილველად, რასაც დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ლია ჩლაჩიძემ ,,ნაციონალური მოძრაობის" და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრებს მიმართა, რომლებმაც საკითხს მხარი არ დაუჭირეს და დევნილების დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხიმგებლობა მათი პარტიის ლიდერებს დააკისრეს. 

,,თვენი ლიდერების ავანტიურული პოლიტიკის გამო არის ეს ხალხი გამოძევებული საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან. სულაც არ უნდათ მათ აქ ცხოვრება, ისეთი სახლების დატოვება მოუხდათ", - განაცხადა ჩლაჩიძემ, რომელიც შენობების დევნილთა სამინისტროსთვის გადაცემის და იქ შესახლებული დევნილებისთვის დაკანონების მომხრეა.

გორის მერიას ოთხი საბავშვო ბაღისთვის შენობა დაქირავებული აქვს, რადგან საბავშვო ბაღის შენობებში დევნილები ცხოვრობენ.  სწორედ  ამის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრების ნაწილი შენობების დევნილთა სამინისტროსთვის გადაცემის წინააღმდეგია.  

„ჩვენ გვაქვს პრობლემის ორი მხარე, და ისე უნდა მოგვარდეს, რომ არცერთი მათგანი არ დაზარალდეს. როდესაც სამინისტრო ითხოვს შენობების გადაცემას უნდა შემოგვთავაზოს ალტერნატიული გზა, რათა ბავშვები არ დარჩნენ საბავშვო ბაღების გარეშე. უნდა მოხდეს დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და  ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრა და ეს საკითხი უნდა გადაიჭრას ისე, რომ ერთის ხარჯზე არ მოხდეს მეორე პრობლემის მოგვარება. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ვითხოვდით ქალაქის მერის დასწრებას, თუმცა არ მოვიდა", - აცხადებს ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი.

ბიუროს სხდომაზე საკითხი დაიწუნეს და ქალაქის მერიას უკან გადაუგზავნეს. საკრებულოს გეგმიური სხდომა 6 მარტს ჩაინიშნა, თუმცა  არ არის გამორიცხული რომ ბიუროს სხდომაზე ჩავარდნილი საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დადგეს, სადაც კენჭისყრის დროს ერთი ხმა იქნება გადამწყვეტი. 

ახალი ამბები