კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, დაიცვას დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება

7 მარტი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს მონიტორინგს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და რეაგირებას ახდენს გამოკვეთილ პრობლემებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ დაკავებული სასულიერო პირი რამდენჯერმე მოინახულა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია პროკურატურის განცხადებები, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და აფერხებს ჩვენების მიცემას. 

ცნობილია, რომ  ბრალდებული ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში კომპლექსური მკურნალობა უტარდებოდა. მას გადატანილი აქვს მძიმე ოპერაცია და სრულიად ბუნებრივია, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, ჯანმრთელობა გაუარესებოდა. აქვე მნიშვნელოვანია, რომ დეკანოზმა ხანგრძლივი დაკითხვისას ბრალდებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან გამოძიების განზრახ გაჭიანურება არ იკვეთება. ბრალდებულის განმარტებით, მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ მის ოჯახს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ამდენად, დამატებით კითხვებზე, რაც კონკრეტულად მის ბრალდებას ეხება, მხოლოდ მას შემდეგ უპასუხებს, რაც ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული.  

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 თავი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესსა და საფუძვლებს. საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, გამოძიების პროცესი ისე წარმართონ, რომ საქმის გარშემო არსებული მტკიცებულებები სრულად შეაგროვონ. ამავე დროს, ყველა ღონისძიება უნდა გაატარონ, რათა გამოძიება იყოს ყოველმხრივი, ეფექტური და ობიექტური. ხოლო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება თუკი უკავშირდება ბრალდებულის ოჯახის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პროკურატურამ ეს ზომები უნდა გაატაროს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები