კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო ხელახლა განიხილავს

9 მარტი, 2017
 
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაკურ კიღურაძის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს. ბაკურ კიღურაძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს.

პოლიტპატიმრად აღიარებულ ბაკურ კიღურაძის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ხელახალი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, პროკურატურა აცხადებს, რომ დარწმუნდა ბაკურ კიღურაძის უდანაშაულობაში და დადგენილებით მის მიმართ დამდგარი განაჩენის გადასინჯვის  გადაწყვეტილება მიიღო.

დადგენილება, რომელიც ადასტურებს ბაკურ კიღურაძის უდანაშაულობას, პროკურატურამ, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მიზნით  თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა. წარდგენილი დადგენილებით პროკურატურა ბაკურ კიღურაძის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს.

ადამიანის უფლაბათა ცენტრი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის დადგენილებას და გადასინჯავს ბაკურ კიღურაძის მიმართ დამდგარ განაჩენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის ხელახლა გადასინჯვის შედეგად ბაკურ კიღურაძეს მოეხსნება უკანონოდ დადებული გამამტყუნებელი მსჯავრი  და მოხდება  მისი სამართლებრივი რეაბილიტაცია.

ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე 2010 წლის 13 ივლისს  ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და  სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის 13 იანვარს ბაკურ კიღურაძე  პატიმრობიადან განთავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით. მის მიმართ წარმოებულ საქმეს გამოძიების დაწყებიდან დღემდე  გრიფი „საიდუმლო“ ადევს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები