კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის

16 მარტი, 2017
 

ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ბატონ ჯოზეფ კანატაჩის. მოწვევის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ინდივიდუალური თუ უფრო ფართო, სისტემური ხასიათის უფლებადარღვევათა გარემოებების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოვლენა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ასევე, ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაში, თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის.

მოწვევის წერილში სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განიხილა. ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შექმნის მნიშვნელობაზე; ასევე მიუთითა, რომ ახალი კანონის მიღების მიუხედავად, კვლავ დღის წესრიგში დგას ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო რეგულაციების და მისი კონტროლის მექანიზმის ეფექტურობის საკითხი.

წერილში ასევე საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაზე – „წამმზომი ჩართულია“, რომელიც სახალხო დამცველმა 2016 წლის მარტში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების სწრაფად და ეფექტურად გამოძიების მიზნით წამოიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერების გამავრცელებელი პირები კამპანიის დაწებიდან ერთი წლის შემდეგაც არ არიან იდენტიფიცირებული. დღემდე დღის წესრიგში დგას პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა საზოგადოებაში და დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი.

სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტისა და მასთან წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავრობა და სხვა პასუხისმგებელი მხარეები უფრო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ, რაც აუცილებლად აისახება ქვეყანაში პირადი ცხოვრების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 

ახალი ამბები