კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

18 მარტი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ეს არის ისტორიული უსამართლობა” - ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა 15 მარტს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გააკეთა. დავით რაქვიაშვილმა საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისგან მიიღო.

,,ეს არის სახე იმ სახელმწიფოსი, რომელიც აცხადებს პრეტენზიას, რომ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს არის რუსეთის ფედერაციის სახე - მავთულხლართი და მის უკან მდგომი ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც  თავისი სახლი და მიწა-წყალი არ დატოვა. ეს ისტორიული უსამართლობა აუცილებლად დამთავრდება, მას არ შეეგუება არც საქართველოს მთავრობა, არც მოსახლეობა, მაგრამ ის რაც ხდება ამ მავთულხლართებს იქით, ეს კიდეც ცალკე უბედურებაა, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გადაქცეულია ერთ დიდ გარნიზონად", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშილმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასაკოვან კაცში, რომელმაც სახლი და მიწა-წყალი არ დატოვა დავით ვანიშვილი იგულისხმა. დავით ვანიშვილის სახლი რუსეთის საოკუპაციო საჯარისო ნაწილების და ცხინვალის დეფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. „საზღვრის” სადერმაკაციო სამუშაოების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. უშიშროების საბჭოს მდივანი დავით ვანიშვილს შეხვდა და მისი მდგომარეობით დაინტერესდა.

დავით ვანიშვილი ცხინვალის სასამართლომ, ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით 3 000 რუბლით დააჯარიმა. დავით ვანიშვილმა საოკუპაციო ხაზი 2016 წლის 30 ოქტომბერს  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გადმოკვეთა და ხურვალეთის საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი. 

,,დამაჯარიმეს 3 000 რუბლით. მოდიან და მეკითხებიან, რატომ არ გინდათ აქეთ ცხოვრებაო, რაზეც ვპასუხობ, რომ 80 წლის კაცი ვარ და საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და დავბერდი", - ამბობს დავით ვანიშვილი​​.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს აიძულებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტების აღებას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სოფელ ხურვალეთში ყოფნას ოკუპირებული ტერიტორიიდან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს. 

ახალი ამბები