ხვალ, 12:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში მყოფ შშმ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით პრესკონფერენციას გამართავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედ კომისიას, გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით და შეწყვიტოს პრაქტიკა, რომელიც აცდენილია კანონმდებლობას.
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი.