კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა

9 მარტი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 მარტს გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის განაჩენის აღსრულების დროებით შეჩერება „შემდგომ პროცედურებამდე“ გაახანგრძლივოს.

3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ დროებით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 -ზე საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა. 

სასამართლომ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას თავი შეიკავოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთგვერდიანი წერილი, რომელშიც მოკლედაა აღწერილი პალატის 7 მარტის გადაწყვეტილება, თავის Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა. 

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 7 მარტს, პალატამ რომელიც დაკომპლექტებულია იმ სექციის წევრებით, რომელსაც საქმე გადაეცა, ერთხმად გადაწყვიტა, შემდგომ პროცედურამდე, გააგრძელოს მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებული დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება,“ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს წერილში. 

სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, პალატა შედგება ევროსასამართლოს სექციის პრეზიდენტისგან, ე. წ. „ეროვნული მოსამართლისგან“ (რომელიც იმ სახელმწიფოდან არის არჩეული, რომლის წინააღმდეგაცაა წარდგენილი საჩივარი) და ხუთი მოსამართლისგან, რომელებსაც როტაციის წესით სექციის პრეზიდენტი ნიშნავს.

ახალი ამბები