კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადებებს განიხილავს

27 აპრილი, 2017
 
ხვალ 11:00 საათზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადებებს განიხილავს. წინადადებები ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით  მსჯავრდებულთა ამნისტიის საკითხებს და სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულთათვის საგადასახადო დავალიანებაზე საურავის/ჯარიმის დარიცხვის შეჩერებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემური ხარვეზების გამო, 2006-2012 წლებში ქალ მსჯავრდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე და 262-ე მუხლების საფუძველზე 20-30 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. 2013 წლიდან სასამართლო პრაქტიკა კარდინალურად შეიცვალა და იმავე მუხლებით გასამართლებულ ქალებს 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. იგივე მდგომარეობაში არიან მამაკაცი მსჯავრდებულები. ამდენად, 2006-2012 წლებში გასამართლებული მსჯავრდებულები არსებითად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დარღვეული უფლებების აღდგენის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის არარსებობის პირობებში, სსკ-ის 262-ე მუხლთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადებით, პარლამენტი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის კიდევ ერთი საკანონმდებლო წინადადება ეხება  სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულისათვის საგადასახადო დავალიანებაზე საურავის დარიცხვის შეჩერებას. 

მსჯავრდებულები, რომლებიც  დაკავებამდე ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და ერიცხებოდათ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება, პატიმრობაში ყოფნისას მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განაგრძონ სამეწარმეო საქმიანობა და იზრუნონ დავალიანების გადახდაზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მათ მაინც არიცხცავს საგადასახადო საურავებს. 

სასჯელის მოხდის პერიოდში სახელმწიფოს აქვს მსჯავრდებულის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოზიტიური ვალდებულება. სასჯელის მიზანს შემდგომი დანაშაულის პრევენცია და მსჯავრდებულის გამოსწორება წარმოადგენს. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულისათვის საგადასახადო საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინების გაგრძელება, იმ პირობებში, როცა პატიმარი არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და არა აქვს არანაირი შემოსავალი, ხელყოფს მის ფუნდამენტურ უფლებებს. ამავე დროს, გათავისუფლების შემდეგ მას შესაძლოა, გაუჩნდეს ცდუნება, გაზრდილი საურავები დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით გადაიხადოს, რადგან ლეგალური შრომით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება წლების განმავლობაში დაგროვებული დიდძალი ვალის გადახდა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები უნდა შეიტანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რათა მსჯავრდებულთა მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი/ჯარიმის დინება შეჩერდეს სასჯელის მოხდის პერიოდში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები