კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქეთის მოქალაქე ქალი მსჯავრდებული ადგილობრივმა საბჭომ პირობით ვადამდე გაათავისუფლა

3 მაისი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თურქეთის მოქალაქე  ქალი მსჯავრდებული გ.ჩ. პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. 

გ.ჩ.-ს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. იგი 2009 წლის აპრილიდან  განთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის  თავისუფლების აღკვეთის №5 დაწესებულებაში.  

2016 წლის 27 ოქტომბერს გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შეიკრიბა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო, რომელმაც გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათვისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა აღნიშნული გადაწყვეტილება და აღმოაჩინა, რომ, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, საქმის გარემოების შესახებ დასახელებული ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს და მოითხოვა, რომ საბჭოს გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მოყვანილი გარემოების შესახებ ინფორმაცია და მიეღო დადებითი გადაწყვეტილება გ.ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 

ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და გ.ჩ.-ს საქმეზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და იგი 2017 წლის 1 მაისს პირობით ვადამდე გაათავისუფლა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედს იტოვებს, რომ საბჭოს მუშაობა შემდეგში უფრო ეფექტური იქნება.                                                                            

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები