კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგზაო უსაფრთხოების კამპანია რეგიონებში

24 მაისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

23 მაისს ქალაქ გორში აქცია ,,შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" გაიმართა. ზებრა გადასასვლელები გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოხატეს. აქცია შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის  მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

,,ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ  რეგიონში საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დღევანდელი აქცია, რომელიც გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა, წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით", - განცხადა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელმა ვახტანგ ავაზიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის საინფორმაციო აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ახალი ამბები