კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ოთხდღიანი საერთაშორისო ფორუმი დასრულდა

26 მაისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში საერთაშორისო ფორუმი ფონდების მოძიების სტრატეგიის თემაზე ასრულდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და უკრაინის მუნიციპალიტეტები.   საქართველოდან ფორუმს შიდა ქართლის  რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

სტუმარი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მასპინძლებს ევროპულ ფონდებთან თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოძიების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნეს. 

,,ფორუმის მიზანია, გავიზიაროთ დაძმობილებული მუნიციპალიტეტების გამოცდილება, თუ როგორ ახერხებენ იმ ეკონომიკური წარმატებების მიღწევას, რაც მათ რეალურად აქვთ. გავეცანით ერთმანეთის შესაძლებლობებს და ამოვწურეთ ფორუმის საინფორმაციო ნაწილი. ამის შემდეგ გადავალთ ინდივიდუალურ შეხვედრებზე და დავიწყებთ სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმარებას საერთო ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ქალაქ გორის  მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა​.

დავით ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ევროინტეგრაციის გზაზე გორის მუნიციპალიტეტს უკვე გახსნილი აქვს კარი ფართო თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, სწორედ ესაა კარგი დასაწყისი ჩვენი მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ჩაერთოს არასამთავრობო სექტორი.“

შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში უკრაინის, პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლობას უმასაპინძლა. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შიდა ქართლისა და პომორსკის რეგიონებს შორის, რომელსაც ხელი კახა სამხარაძემ და პომორსკის რეგიონის მარშალმა, მიეჩისლავ სტრუკმა მოაწერეს.
 
 ქალაქ გორში საერთაშორისო ფორუმი 18 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდა.

ახალი ამბები