კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში აღმოჩენილ ჭურვთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

27 ივლისი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

24 ივლისს, ქალაქ გორში, მდინარე ლიახვის პირას მოქალაქემ ასაფეთქებელი ჭურვი იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.  ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გამნაღმველები გამოიძახეს, რომლებმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა განაღმეს. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სასწავლო დანიშნულების იყო და ჟანგი ჰქონდა მოკიდებული. თუმცა, ასაფეთქებელი საშუალება  საიდან გაჩნდა მდინარე ლიახვის სანაპირო ზოლში, ამ ეტაპზე, სამართალდამცველებს ინფორმაცია არ აქვთ.  

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსსკ -ის 236 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას გულისხმობს.

ახალი ამბები