4 აგვისტოს, 11:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციის თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“-ში მომზადდა სიუჟეტი მისი, როგორც შშმ მსჯავრდებულის პრობლემების შესახებ, გავლენიანი პატიმრები მის მოკვლას შეეცადნენ, რაშიც მათ ხელს უწყობდნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები.
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი