კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართული კოალიციის განცხადება

8 აგვისტო, 2017
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართული კოალიციის განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით

8 აგვისტო, 2017.

დღეს, 8 აგვისტოს, ცხრა წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომს შედეგად მოჰყვა ასეულობით ადამიანის მსხვერპლი. ათობით ათასობით ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი კონფლიქტის ზონაში. ომის დროს ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის, ქართველებით დასახლებული სოფლების განადგურება და მათი განდევნა საკუთარი სახლებიდან.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. აღნიშნულ გამოძიებას თან ახლავს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, დაზარალებულთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების სასწრაფო აუცილებლობა, რის შესახებაც კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა ახლახანს გავავრცელეთ ვრცელი წერილი.

აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები მრავალ პრობლემას აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მწვავეა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები იძულებით გადააადგილებულ პირთა დასახლებებში. მძიმე ვითარებაა საზღვრისპირა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით პრობლემატურია უსაფრთხოების პრობლემები - სისტემატურად ირღვევა იქ მცხოვრებ პირთა, მათ შორის, ომით დაზარალებულთა თავისუფალი გადაადგილების, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებები. 

სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები არასაკმარისია დაზარალებულთა დასახმარებლად. ამასთანავე, ომიდან 9 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დახმარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე გამოძიების პროცესში.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს, გაააქტიუროს მუშაობა ამ პრობლემებთან ეფექტური გამკლავების მიზნით.

მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ყურადღება გაამახვილოს ომის დანაშაულების მიმდინარე შედეგებზე დაზარალებულებსა და მათ დასახლებებში, დაუყოვნებლივ გახსნას ადგილობრივი ოფისი საქართველოში და დაიწყოს აქტიური ქმედებები დაზარალებულებისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაინტერესდეს დაზარალებულთა პრობლემებით და განახორციელოს სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც მორგებული იქნება მათ საჭიროებებზე. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გათავისუფლებულია ვალდებულებისაგან, გამოიძიოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები ეროვნულ დონეზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, უზრუნველყოს აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება ეროვნულ დონეზე, მათ შორის, განაახლოს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სტადიის შესახებ, უზრუნველყოს დაზარალებულების ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და მიანიჭოს სტატუსის არმქონე პირებს დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი. 


ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართული კოალიციის შესახებ:

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • Justice International 

კოალიციის თავმჯდომარეა ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ახალი ამბები