კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯაბა ბოჯგუას ოჯახი მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს

12 აგვისტო, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

ჯაბა ბოჯგუას დედის, მანანა გვალიას განცხადებით, მის ოჯახს უკვე რამდენიმე თვეა, სოციალური დახმარება მოუხსნეს. იგი სოციალურ დახმარებას, რომელიც 156 ლარს შეადგენდა, ოთხი წლის განმავლობაში იღებდა. 2017 წლის იანვრის ბოლოს კი, სახელმწიფომ ოჯახს დახმარება დამწვარი ელექტროენერგიის გამო მოუხსნა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღესდღეობით, ოჯახს შეცვლილი აქვს სარეიტინგო ქულა და მიენიჭა 69 340.

მანანა გვალიას განცხადებით, შვილის მოსავლელად ელექტროენერგია სჭირდება. მისი თქმით, სოციალური დახმარებით იგი ახერხებდა კომუნალური გადასახადების გადახდას, რაც მისთვის დიდი შეღავათი იყო.  
„სოციალურ დახმარებას ოთხი წელი ვიღებდი. მომეხსნა იანვრის ბოლოს. რადგან ელექტროენერგია 50 ლარამდე და გაზი 80 ლარის ფარგლებში დავხარჯე. მაგრამ ასეთი დანახარჯი ბუნებრივია. ჯაბას მუდმივად სჭირდება ერთი და იგივე ტემპერატურა. მითხრეს, რომ, თურმე, ბევრი დამიხარჯავს, მაგრამ ჯაბა დენზეა დამოკიდებული: დენით სუნთქავს, დენით ჭამს და დენის ლეიბზე წევს. აპარატი დენზეა. რომელი მათგანი უნდა გამომერთო?! განვუმარტე ყველაფერი, მითხრეს, რომ ჩემი ესმოდათ, მაგრამ წესი ასეთი არისო. ქვითრებს დახედეს და მითხრეს, რომ გახარჯული კომუნალური გადასახადების გამო მიხსნიდნენ სოციალურ დახმარებას. ოთხ წელიწადში ერთხელ არის შემოწმება. მე დამატებით ამ ოთხი წლის მანძილზე არაფერი შემიძენია, ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა. ქირით ვცხოვრობთ. ზამთარ-ზაფხულ დენს ერთსა და იმავე რაოდენობით ვხარჯავ. დახმარების სახით ვიღებდი 156 ლარს, ეს თანხა კი მხოლოდ დენისა და გაზის გადასახადებს ფარავდა. მე ეს რომ მოვაკლო ჯაბას, მას ვერ ვაცოცხლებ. სწორედ ამიტომ ვითხოვ დახმარებას“, - აცდახებს მანანა გვალია.  

გვალიას თქმით, მისი შვილი საყოველთაო დაზღვევით ვერ სარგებლობს, რადგან იმ მომსახურებებს, რაც ჯაბა ბოჯგუას სჭირდება, საყოველთაო დაზღვევის პაკეტი არ ითვალისწინებს: „საყოველთაო დაზღვევა ჯაბასთვის არაფერი არ არის. სასწრაფოს გამოძახება და საავადმყოფოში გადაყვანა რომ დამჭირდეს, 130-140 ლარი ჯდება. ანალიზებში ფულს ვიხდი, ექიმის გამოძახებაშიც ფულს ვიხდი. თუნდაც, წამლებისთვის ფორმა №100 30 ლარი მიჯდება. ამ მომსახურებებს დაზღვევა არ ანაზღაურებს. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ჯაბა ასეთ მდგომარეობაშია, საყოველთაო დაზღვევას მე მისთვის ვერ ვიყენებ“, - აღნიშნა მანანა გვალიამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ლომიძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა და სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ მოითხოვა განმარტება.

„ჯაბა ბოჯგუას მდგომარეობა წლებია, უცვლელია. არც ოჯახური მდგომარეობა  შეცვლილა და ფინანსური კუთხით არ გაუმჯობესებულა. ამდენად, ეჭვს იწვევს საქართველოს  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ქულათა ცვლილებისა და შესაბამისი  სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ. გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დეკლარაციის ფაქტების დამახინჯებით და არასწორი ინფორმაციით შევსებამ განაპირობა ის, რომ, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ოჯახს გაეზარდა სარეიტინგო ქულა. შესაბამისად, შეუწყდა ის მინიმალური დახმარებაც კი, რომელიც არათუ ადამიანური ცხოვრებისთვის, არამედ ესოდენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირის ფიზიკური გადარჩენისთვისაც კი არ გახლავთ საკმარისი“, - აცხადებს ეკა ლომიძე.

რამდენიმე დღის წინ იურისტს წერილობოთ ეცნობა, რომ მანანა გვალიას განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლა დაევალა სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს. 

ახალი ამბები