კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში მიუსაფარი ძაღლების მომვლელი მატილდა მირზოევა ცემეს

31 აგვისტო, 2017
 
Reginfo.ge
 
სიღნაღში, გამგეობის შენობის წინ 42 წლის მატილდა მირზოევა ცემეს. მას სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც მირზოევამ „რეგინფოს“ უთხრა, გუშინ, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ქალაქის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლის სახლში წაყვანას ცდილობდა, რა დროსაც მას თავს დაესხა 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
 
„7 წელია რაც უპატრონო ძაღლებს ვუვლი. ერთი ასაკოვანი ძაღლი გვყავს. გვიან საღამოს რომ მოვიკითხე, სახლში არ იყო. დედამ მითხრა, გარეთ კვადროციკლებით დარბიან და ვინმემ არ დაარტყას, ნახე და შემოიყვანეო. როცა გავედი, ვნახე, რომ სკვერში იყო. სახლში მომყავდა, ვამხნევებდი რომ გამომყოლოდა. 17 წლის არის და სიარული უჭირს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გინება დამიწყო. მოვუწოდე, რომ გინება შეეწყვიტა და გზა გავაგრძელე. უფრო გაღიზიანდა. უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა მაგინებდა. რას დასდევ ამ ძაღლებს, მეტი საქმე არ გაქვსო და გინებას აგრძელებდა. პასუხი რომ გავეცი, მომვარდა და სახეში, თავში, ხელებში ცემა დამიწყო. სისხლი რომ წამსკდა, მერე შემეშვა. ჩემი 11 წლის შვილიც იქ იყო და ის მივარდა, დედას ხელი გაუშვიო“, – ამბობს მატილდა მირზოევა.
 
ახალგაზრდა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის თბილისიდან სიღნაღში ნათესავებთან დასასვენებლად იმყოფება.
 
პოლიციამ მომხდარის მოკვლევა უკვე დაიწყო. 
 
„დღეს, ჩემთან სიღნაღის გამგეობიდან მოვიდნენ და მითხრეს, ისე ნუ იზამ, რომ საქმე ძალიან გაართულოო. რაღა უნდა გავართულო. მიუსაფარ ძაღლებს თვითონ ვერ უვლიან, მე ვუვლი უანგაროდ, საკუთარი ხარჯებით, უამრავი ძაღლი გადავარჩინე სიკვდილს, ამის გამო მცემეს და ხმაც არ უნდა ამოვიღო“, – აღნიშნავს მატილდა მირზოევა.


ახალი ამბები