კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა

9 ოქტომბერი, 2017
 
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით 4 საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს: ბონუს მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, მას შემდეგ რაც ის ორპალატიანი გახდება.

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა. შემოთავაზებული საკითხები, ძირითადად, კონცენტრირებულია საარჩევნო სისტემის გარშემო, რაც ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებისკენ. ამ კუთხით, პრეზიდენტის შეთავაზება მისასალმებელია და მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატური საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას ყურადღებით განიხილოს პრეზიდენტის შეთავაზება და მაქსიმალური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გამოავლინოს შეთანხმების მისაღწევად, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს და უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებისთვის.

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო 
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი 
  • ლიბერალური აკადემია 
  • ფონდი ღია საზოგადოება 
  • საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ახალი ამბები