კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

23 ოქტომბერი, 2017
დღეს თბილისის საქალქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ  მხოლოდ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.  

სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, რითაც მან ფაქტობრივად გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები ძალადობისკენ წაახალისა.

მოსამართლემ არ გაიზიარა გიორგი მდინარაძის ჩვენება, რომ ლაშა კვირკვაია პირადად მონაწილეობდა მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ექსპერტიზით არის გამყარებული. საპირისპიროდ, მოსამართლემ გაიზიარა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობდნენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნათ ბრალდებული ლაშა კვირკვაია. 

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით,  2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, ბრალდებულს სასჯელად სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები