კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზური ენის დაცვის მიზნით სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება

1 ნოემბერი, 2017
 
Civil Georgia

საქართველოს მთავრობა, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დააფინანსებს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, მკვლევარების და სხვა დაინტერესებული პირების ინიციატივებს, რომელიც აფხაზური ენის შესწავლას, დაცვასა და განვითარებას მოემსახურება. პროგრამის ადმინისტრირებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერთობლივად განახორციელებენ.

ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ინიციატივა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს, გააცნო. 

მან „აფხაზ ძმებს და დებს“  აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი  საფუძველი ნდობის  აღდგენის პროცესში“. 

„მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აფხაზური ენის დაცვის მნიშვნელობაზე საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებაშიც, რომელშიც ქვეყნის მეთაური „აფხაზ თანამოქალაქეებსა და მთელ ქართულ საზოგადოებას“ აფხაზური ენის დღეს ულოცას. 

„აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და, ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნავს პრეზიდენტი. „მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ - მშვიდობის, სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს“, - ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში. 

საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზურ ენას, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში 90–იანი წლების კონფლიქტის შემდეგ თბილისის მიერ ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად განიხილება, 2015 წლის შემდეგ აფხაზური ენის კლასები აქვს გახსნილი ზუგდიდის, თბილისის და სენაკის ოთხ სკოლაში.   

2017 წლიდან აფხაზური ენა ბათუმის ორ სკოლაშიც ისწავლება.



ახალი ამბები