კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

12 დეკემბერი, 2017
 
 
2017 წლის 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ასოციაციის თავჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევის პროცესს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არჩევნების პროცესს ახლდა პროცედურული დარღვევები და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რის გამოც არჩევნების მიმდინარეობა რამდენჯერმე შეფერხდა. 

თვალშისაცემ დარღვევად უნდა შეფასდეს კენჭისყრის დასრულებისას კომისიის ორი წევრისთვის ერთი სახის რამდენიმე ბიულეტენის აღმოჩენა. თუმცა, ამ დარღვევის აღკვეთისა და ხმის დამთვლელი კომისიის მიერ საარჩევნო ყუთების დროულად დალუქვის შედეგად, ზედმეტი ბიულეტენები ყუთებში არ მოხვედრილა.

საარჩევნო ყუთები განლაგებული იყო თვალსაჩინო ადგილას. დელეგატების მიერ ყუთებში ბიულეტენების განთავსებას აკვირდებოდნენ მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორები. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ. დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრისა და ამ გზით, არჩევნების გაყალბების მცდელობა არ დაფიქსირებულა. 

კენჭისყრის დასრულების დროს, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე ატყდა ხმაური რამდენიმე ადგილიდან. ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ უნდა ჩამქრალიყო შუქი და საჭირო იყო საარჩევნო ურნების დაცვა. ამ განცხადების მიუხედავად, ელექტროენერგია არ გამორთულა და სარჩევნო პროცესი დაუბრკოლებლად გაგრძელდა. 

არჩევნების პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, კანდიდატებს არ ჰქონდეთ საარჩევნო ადგილზე ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ხმას აძლევენ. იყო შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ხმაურობდნენ, ქმნიდნენ ქაოსს და აფერხებდნენ საარჩევნო პროცესს.

არჩევნების მიმდინარეობისას ხარვეზებს იწვევდა საარჩევნო კომისიის არაორგანიზებული საქმიანობა. საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა არ აღირიცხებოდა და ცნობილი არ იყო, რამდენი ბიულეტენი გაიცა კომისიის წევრებზე. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას არჩევნების შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე რეგისტრაცია გაიარა 2324-მა ადვოკატმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2048 დელეგატმა. ყველაზე მეტი - 1128 ხმა მიიღო ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა. მეორე ადგილზე გავიდა ლევან ჯანაშია 632 ხმით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების მიუხედავად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. ამავე დროს, არსებული რეგლამენტით, ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად, უნდა ჩატარდეს მეორე ტური, პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები