კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხას კრიტიკა მოჰყვა

15 დეკემბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის  მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის საკადრო ნუსხას გორში კრიტიკა მოჰყვა. კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით მას სამ-სამი მრჩეველი, თანაშემწე და კონსულტანტი უნდა დაენიშნა. საშტატო ნუსხას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორი აღნიშნული საშტატო ნუსხის დამტკიცებისთვის მერთან ერთად საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც აკრიტიკებდა.

,,ხელისუფლება  ბიუჯეტის ხარჯზე კომფორტს იწყობს და აღნიშნულ შტატებზე პარტიულ აქტივისტებს და ნათესავებს დაასაქმებენ. როდესაც გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვა ,,ქართულმა ოცნებამ,, და ორი მუნიციპალიტეტი გააერთიანა, მაშინ აცხადებდნენ, რომ შტატები შემცირდებოდა.  ახლა კი პირიქით ხდება“, -აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვასილისა ჯაბახიძე.

,,ქართული ოცნების" წევრის, მარლენ ნადირაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შტატები შემცირებულია. მისი თქმით, მერიის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხა კი თვითმმართველობის ორგანოს გამართული მუშაობისთვის აუცილებელი იყო.

მარლენ ნადირაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ,,ეს შტატები  მერიის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები აცხადებენ, რომ შტატები იზრდება, სინამდვილეში - მცირდება. ეს მრჩევლები, თანაშემწეები და კონსულტანტები არა პირადად მერის, არამედ მერიის იქნება."

ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით გორის  მუნიციპალიტეტის მერიაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 17 პირი დასაქმდება. მათგან ერთ-ერთი ვიზიტორთა რეგისტრატორი, მოქალაქეთა ნაკადის მომწესრიგებელი იქნება. ასევე მერიას  4 მძღოლი და ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მრეცხავი ეყოლება. 

გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განაცხადებით აღნიშნულ შტატებზე დანიშნული პირები სრული დატვირთვით იმუშავებენ. ოთხი მძღოლიდან, თავზარაშვილის თქმით, ერთი მასზე, მეორე საკრებულოზე, ხოლო დარჩენილი ორი მერიის სამსახურებზე იქნება განპირობებული.

ახალი ამბები