კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია

13 დეკემბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

11 დეკემებერს, ქალაქ  გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა, ბინაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ ყოფილა. ამავდროულად გარდაცვლილებს სხეულზე არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. 

 შემთხვევის ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა. მან ჟურნალისტებს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილების ბინაში ბუნებრივი აირი არ იყო შეყვანილი. გორის მერი იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

,,თავიდან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახლში გაზი არ აქვთ შეყვანილი. ერთი შეხედვით გარდაცვლილებს არც რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - -განაცხადა თავზარაშვილმა.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 10 დეკემებერს, ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. 22 წლის გოგო თავს შეუძლოდ გრძნობდა და ექიმების დასკვნით, მას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა. მეზობლების თქმით,  ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება,  პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.

,,დილიდან მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა. გარდაცვლილი გოგო დანიშნული იყო და საქმრომ მოაკითხა, აივნიდან გადავიდა მეზობლის ბიჭი, რომელსაც გოგო ძირს დაგდებული დახვდა, ხოლო დედა სავარძელში იჯდა და გაშეშებული იყო“, -  აცხადებს გარდაცვლილების ერთ-ერთი მეზობელი იზოლდა მდინარაძე.

მეზობლები თვე-ნახწვრის წინ ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალებას იხსენებენ და  საეჭვო დამთხვევაზე საუბრობენ, თუმცა იმ დროისთვის, გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენიათ, რადგან მამაკაცს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

 ბინაში სადაც 54-წლის დედა და 22 წლის შვილი გარდაიცვალა ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილების  სახლში შესაძლოა,  ბუნებრივი აირი ან ბუნებრივი აირის ნამწვი მეზობლისგან, საცხოვრებელი კორპუსის საერთო საკვამურის მეშვეობით ჟონავდა. 

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  ექპერტიზის დასკვნამდე საგამოძიებო უწყებებში სხვა დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ.

ახალი ამბები