კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

FIDH-ის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

20 დეკემბერი, 2017
FIDH-ის და ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებისა და მათი არასათანადო გამოძიების შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და მისი წევრი ორგანიზაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრი, გამოხატავენ შეშფოთებას დაკავების ადგილებში სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მზარდი რაოდენობის გამო საქართველოში.

ბ-ნო  პრემიერ მინისტრო,
ბ-ნო შინაგან საქმეთა მინისტრო,
ბ-ნო მთავარო პროკურორო,
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციას (FIDH)  მისმა წევრმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაკავების ადგილებში სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მზარდი რაოდენობის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისში შესული 35 საქმიდან დღემდე არც ერთზე დასჯილა დამნაშავე და არც ერთ დაზარალებულს არ მიუღია მსხვერპლის სტატუსი. 5 საქმეზე კი გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შესწავლილ სხვა საქმეებში გამოძიება ან არ დაწყებულა ან არაგონივრული ვადით ჭიანურდება. ბოლო მონაცემებით, სავარაუდო სასტიკი მოპყრობის ფაქტები 60-მდე გაიზარდა. ქვემოთ თქვენ იხილავთ ინფორმაციას სასტიკი მოპყრობის ერთ-ერთ ბოლო ფაქტზე, სადაც დაზარალებულია ს.მ. და რომელიც საჭიროებს თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას.  მსხვერპლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი სახელი ანონიმურად დავტოვეთ და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ცენტრი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას.

ჩვენი ორგანიზაციები გამოხატავენ უკიდურესს შეშფოთებას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც მან ს.მ. საქმეზე განცხადება გააკეთა. გვსურს, შეგახსენოთ, რომ სწორედ ესაა სახალხო დამცველის ოფისის როლი - როგორც ეს აღიარებულია დემოკრატიულ სისტემაში - რეაგირება მოახდინოს ყველა ცუდი ზედამხედველობისა და ნებისმიერი მოქალაქის უფლების დარღვევის ფაქტზე.

აქედან გამომდინარე, გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ვაკე-საბურთალოს პოლიციის # 5 განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას მხრიდან ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. 2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კვირკვაია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადაჭარბებაში სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და დააკისრა 10 000-ლარიანი ჯარიმა.

აღნიშნული განაჩენით დასტურდება პოლიციელების მხრიდან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდის შესახებ ზემოთხსენებული შეშფოთება. ეს საქმე კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პროკურატურა არასწორ კვალიფიკაციას ანიჭებს გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტებს და დამნაშავეები ისჯებიან „ძალაუფლების გადამეტების“ მუხლით, რაც ჩქმალავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს და ბრალეულობას უხსნის მათ. ამას გარდა, ადვოკატები, რომელთა ხელშეუხებლობა კანონით არის დაცული, თავად ხდებიან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, რაც წარმოაჩენს ამ პრობლემის მასშტაბს სხვა რიგით მოქალაქეებთან მიმართებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალული ქმედებებია, რომლის მიმართაც სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები გააჩნია. ამდენად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მარტო აღკვეთოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფატები, არამედ მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოიძიოს თითოეული ფაქტი.

ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, უზრუნველყოს აქამდე ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება მომავალშიც.

ჩვენი ორგანიზაციები, ასევე, მოგიწოდებთ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს არაადამიანური და ღისების შემლახველ ფაქტებს. აქედან გამომდინარე, მადლობელი ვიქნებით თუ შეძლებთ, შეხვდეთ ჩვენი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ. ეს შეხვედრა საშუალებას მოგვცემს, განვიხილოთ სასტიკი მოპყრობის ყველაზე საგანგაშო ფაქტები იმ საკითხების განსახილველად, რაც აღნიშნულ წერილში არაა წარმოდგენილი.
 
პატივისცემით

დიმიტრის ქრისტოპულოსი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტი
ალეკო ცქიტიშვილი
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
 
დანართი: ს.მ.-ს საქმის აღწერა
მიმდინარე  წლის 22  სექტემბერს, მოქალაქე ს.მ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით პოლიციაში აწამეს. ს.მ-ზე პოლიციაში მიყვანისთანავე დაიწყო ზეწოლა, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. კერძოდ, პოლიციელები სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, აიძულებდნენ ხელი მოეწერა მათ მიერვე წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. დაკავებულმა აღიარებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატი, რაც არ დაკმაყოფილდა. მას, ასევე, არ მიეცა დარეკვის უფლება. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნახა ნაცემი და ნაწამები ბრალდებული, რომელსაც ვიზუალურად მკვეთრად ჰქონდა გამოხატული დაზიანების ნიშნები. მითითებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ჭიანურდება, ს.მ-ს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ს.მ.-ს ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი.

უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაეწყო, მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია სახალხო დამცველის ინსტიტუტი  და მას ,,კრიმინალების გამპრავებელი კანტორა“ უწოდა.

ახალი ამბები