კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ

22 დეკემბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აცნობიერებს რა, რომ სოფელ ნიგოზაში მათი დისლოკაციის ადგილის გამო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემები ხელოვნურია, მოსახლეობასთან დაპირისპირების იმიტაციის ჩაშლის მიზნით, ნიგოზას ტოვებს და მაგისტრალთან, უშუალოდ უკანონო ბანერის სიახლოვეს გადადის" - ეს განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას რიტუალების დარბაზი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა დაატოვებინა.
 აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა იმით ახსნა, რომ რიტუალების დარბაზში ფართის გამოყოფის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრობასა და მუნიციპალიტეტს შორის რამე წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა. 

,,თუნდაც ერთი სამართლებრივი ფორმა წარმოადგინონ, რა ფორმით ჰქონდათ ეს შეთანხმება მუნიციპალიტეტის წინა ხელმძღვანელთან. ეს ყველაფერი არ იყო სამართლებრივ სივრცეში და შევთავაზეთ, რომ რაიმე სხვა ფორმით გაეგრძელებინათ სამოქალაქო აქტივობა და ჩვენ ამაში როგორც მოქალაქეები, და ხელისუფლების წარმომადგენლები დავეხმარებოდით. მოქალაქეების ინტერესის ხარჯზე ვერ მივცემთ ვერავის სამოქალაქო აქტივობის საშუალებას. მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  დახარჯულია კონკრეტული თანხები და სოფელი ვეღარ სარგებლობს რიტუალების დარბაზით", - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი.

,,ძალა ერთობაშია" წარმომადგენლის, დაავით ქაცარავას განცხადებით, სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოადგილესთან და ხუთი თვის განმავლობაში პრობლემა არ შექმნიათ. ქაცარავა კასპის მუნიციპალიტეტის მერს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კასპის მერი გადაწყვეტილება ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ არის მიმართული.

დავით ქაცარავა ატისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი: ,,ბატონი მერი იტყუება, მათ ჩვენ გაგვყარეს შენობიდან და დაგვტოვეს ღია ცისქვეშ. რიტუალების დარბაზის ერთი ოთახი გვქონდა დაკავებული , რომლის ფართი დაახლობით 10 კვადრატულ მეტრი იყო.  არანაირი გაფრთხილება წინასწარ არ ყოფილა. 

ჩვენ ამ ტერიტორიიდან ვაკვირდებოდით საოკუპაციო ხაზს და ოკუპირებულ ტერიტორიას, საზოგადოებას ვაცნობებდით იქ განვითარებულ მოვლენებს“.

 მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია"  ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიური კამპანია ხუთი თვის წინ დაიწყო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკვირვების პარალელურად, მოძრაობის წარმომადგენლები ცენტრალური ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთებში მართავენ აქციებს, საიდანაც რამდენიმე მეტრში ოკუპირებული ტერიტორია იწყება. 

ახალი ამბები