კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბულგარეთის საელჩომ ადამიანის უფლებათა ცენტრის სამი პროექტი დააფინანსა

22 დეკემბერი, 2017
 
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ, ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრის სამი პროექტი დააფინანსა:
  • საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა;
  • სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის; 
  • ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში;

პროექტი „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას არტ-თერაპიის საშუალებით. პროექტი შშმ პატიმრებს ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.

პროექტის - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის“ მთავარი მიზნებია: სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც ქალები არიან მსხვერპლები (ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ) ან ბრალდებულები (ნარკოდანაშაულები და ა.შ.). პროექტის სპეციფიური მიზანია, დადგინდეს, დაცულია თუ არა სამართლიანი სასამართლოს პრინციპები სასამართლო განხილვების დროს (როგორიცაა - შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპები), დაცულია თუ არა დასაბუთებული განაჩენის უფლება, დაცვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უფლება. 
 
პროექტი „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ მიზნად ისახავს ქალი და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საპატიმრო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას. მონიტორინგის გზით, შესწავლილი იქნება პატიმრების მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებში. 
 
პროექტებს ხელი მოეწერა 15 დეკემბერს ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოში. სამივე პროექტი 2018 წელს განხორციელდება. 

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები არის ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერის წარმატებული გაგრძელება. 2015 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“. მონიტორინგის შედეგები ასახულია ანგარიშში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“.

პრესრელიზი მომზადდა პროექტების ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები