კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო მორიგების ეტაპზე

22 თებერვალი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურის ცენტრიდან 2017 წლის მაისის თვეში გათავისუფლებული ლიზი ყაზიშვილი მიიჩნევს, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია განხორციელდა. ყაზიშვილი ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წევრია და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად მის პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებს, თუმცა კულტურის ცენტრის დირექტორი ყაზიშვილის გათავისუფლებას სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირებს.

ყაზიშვილმა  მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის სასწავლო ნაწილის თანამდებობიდან, მისი გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ პირველივე სხდომაზე მხარეებს მორიგება შესთავაზა, რასაც ორივე მხარე დაეთანხმა. 

2018 წლის 16 თებერვალს გამართული სასამართლო პროცესი კვლავ მორიგების მიზნით გადაიდო მოსამზადებელ ეტაპზე. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მაია კუთხაშვილმა მხარეებს შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.  კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს იურისტმა ლიზი ყაზიშვილს ჯერ სამთვიანი ხელშეკრულება შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი 9-თვიანი, რაზეც ყაზიშვილმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო.

სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსულმა ლიზი ყაზიშვილმა humanrights.ge - ს განუცხადა, რომ შემოთავაზებული პირობები არ არის იმ პოზიციის ტოლფასი, სადაც იგი დასაქმებული იყო.

„მოსამართლემ კვლავ გადადო  პროცესი, რადგან მე ვითხოვ, რომ ჩემი პოზიციის გათვალისწინება კვლავ შტატში მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩემი სამსახურში აღდგენა, მე უარს ვამბობ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე კომპენსაციის სახით", - აცხადებს ყაზიშვილი.

,,ჩვენ სასამართლო პროცესზე შევთავაზეთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის კოორდინატორის თანამდებობა 9-თვიანი ხელშეკრულებით, რომელიც არის მიახლოებული იმ პოზიციასთან, რასაც ლიზი ყაზიშვილი  ითხოვდა. ჩვენს შეთავაზებაზე მოსარჩელე მხარემ  დრო ითხოვა მოსაფიქრებლად და ამის გამო გადაიდო სასამართლო პროცესი", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ​იურისტი გიორგი ცაბაძე, რომელიც ამბობს რომ ცხრა თვის წინ ყაზაშვილის გათავისუფლება რეორგანიზაციის გათვალისწინებით მოხდა.

საპირისპირო პოზიცია აქვს ,,თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე თამარ კეკენაძეს, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოში  თანაპარტიელის საქმის განხილვებს ესწრება.

,,ლიზა ყაზიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომელიც არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რადგან ის გორში ,,თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენს და სამწუხაროდ ,,ქართულმა ოცნებამ" ვერ აიტანა ის კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც მას ჰქონდა. ჩვენ ვიბრძვით სამართლებრივად, რათა ლიზა ყაზიშვილი აღადგინონ თანამდებობაზე", - აღნიშნა თამარ კეკენაძემ.

გორის რაიონულ სასამართლოში ყაზიშვილის საქმის განხილვა 27 თებერვალს განახლდება.  დააკმაყოფილებს თუ არა გორის მერი და მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოსარჩელის მოთხოვნას, სწორედ სასამართლო სხდომაზე გაირკვევა. ​

ახალი ამბები