კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

23 თებერვალი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში აღმზრდელებისა და პედაგოგების შესარჩევი  კონკურსის შედეგები  სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოს   კონკურსის იმ მონაწილეებმა მიმართეს, რომლებიც ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში ვერ დასაქმდნენ.   მოსარჩელეების თქმით, კომისიის მხრიდან საბავშვო ბაღში კადრების შერჩევა არასამართლიანად -  პარტიული ნიშნითა და  ნეპოტიზმით მოხდა. 

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ირმა გომარელი, რომელიც შშმ პირია და საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობის 6 წლიანი სტაჟი აქვს, ამბობს, რომ  კომისიამ მას საბავშვო ბაღში დასაქმებაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ შშმ პირია.   გომარელი მიიჩნევს, რომ იგი დისკრიმინაციის მსხვერპლია და დარღვეული უფლებების დასაცავად ხაშურის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

,,კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, რომ კადრების შერჩევისას ყურადღება მიაქციეს ეკონომიურ და ოჯახურ მდგომარეობას და ზოგ შემთხვევაში - ჯანმრთელობის მდგომარეობას. კომისიის წევრისგან მსგავსს პასუხს არ ველოდი”, - ირმა გომარელმა.

სასამართლოში ირმა გომარელის  ინტერესების დამცველი არჩილ კაიკაციშვილი  კომისიისგან უსამართლო ქმედებებზე პასუხს ითხოვს.

„საბავშვო ბაღებში თანამშრომლები პარტიული ნიშნითა და ნეპოტიზმით შეარჩიეს. რაც შეეხება ირმა გომარელს, რადგან ის შშმ პირია, ამის გამო არ აიყვანეს სამსახურში.

ჩვენ სასამართლო სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა კომისიის წევრების მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, რომელიც მოსამართლემ დაგვიკმაყოფილა. მოვიდნენ და გვიპასუხონ იმ კითხვებზე, რომელიც საბავშვო ბაღში კადრების შერჩევასთან დაკავშირებით არსებობს", - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღის თანამშრომლების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით ნოზაძე იყო, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. დავით ნოზაძე ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადწყვეტილების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. 

ახალი ამბები