კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერად გადაცემის ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

28 თებერვალი, 2018
 
2018 წლის 15 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხები შეაფასა. ანგარიშში, სხვა საკითხებს შორის, მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან - შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი“ - დაკავშირებული ორი შემთხვევა.
 
კერძოდ, აუდიტის დასკვნით, პირველ შემთხვევაში ამ კომპანიას უკონკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით 3 500 მ2  მიწა, რის შედეგადაც მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში იგივე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, რომელზეც გზა იქნა გაყვანილი, მუნიციპალიტეტმა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს“ სხვა ტერიტორიაზე გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. პროცესის რამდენიმე წლით გაჭიანურების გამო, კომპანიამ აღნიშნული მიწების ღირებულებებს შორის სხვაობის დასაფარად გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ეს ყველა პროცედურის დროულად დასრულების შემთხვევაში მოხდებოდა.
 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც შესაძლოა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან” გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგიც ყოფილიყო. ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.
 
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყოს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის” თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ არამართლზომიერად გადაცემული ქონების ფაქტზე.
 
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა შედეგები გამოიკვეთა  ლაშა თორდიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაში.
 
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები